Статья 18
Редакция №49 Сверено с действующей редакцией · 22 окт. 2009 г.
1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. მასში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
2. საქართველოს პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ საკანონმდებლო აქტით შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
