სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ან ამ დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევასა და ფარგლებში. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №488 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №781 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
