Статья 31
1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.
2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებულ უნდა იქნეს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.
3. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.
4. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროსა და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის გამოცემული).
5. თუ ნორმატიულ აქტში შევიდა ცვლილება და/ან დამატება, ნორმატიული აქტის სრული ტექსტის ოფიციალურად გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს ასეთი ცვლილების და/ან დამატების მიღებისა (გამოცემისა) და ძალაში შესვლის თარიღი. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
