Статья 32
1. ნორმატიული აქტი, შინაარსის მიხედვით, შეიძლება დაიყოს კარებად და თავებად, ხოლო კოდექსი – წიგნებადაც. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს სათაური. კარების, თავების და წიგნების ნუმერაცია უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები.
2. ნორმატიულ აქტში მუხლების, პუნქტების (ნაწილების) და ქვეპუნქტების ნუმერაცია (ანბანური თანამიმდევრობა) უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისაგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები (ხოლო კოდექსში – ნაწილები) ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი (ნაწილი) ქვეპუნქტებადაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. მუხლის პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.
3. ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება ის ნორმატიული აქტი, რომლითაც წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულად ან/და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
4. ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ნომერი დამატებითი ციფრით (პრიმა წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი).
5. ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითება ხდება შემდეგი წესით: უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი(ნაწილი), ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
