Статья 36
1. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება.
2. ნორმატიული აქტის ცვლილების ან დამატების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემის) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება.
3. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, გამოქვეყნების თარიღი და მუხლი (გვერდი).
4. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
