Статья 20. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
3. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
4. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3876).
6. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.
7. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი , ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი .
8. ნორმატიულ აქტში სიტყვის ( სიტყვების ) ან რიცხვის ( რიცხვების ) შეცვლის , ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის ( ნაწილის ), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების გათვალისწინებით.
9. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3876 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ნორმატიული აქტების შესახებ
