Статья 55
1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში თითოეული ნორმატიული აქტის შესახებ შედის შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება; გ) ნორმატიული აქტის სათაური; დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი (გარდა „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნაწილისა); ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი; ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის); ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თარიღი; ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. ნორმატიულ აქტს ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ მიენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
3. „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეაქვთ სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში, სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, „ბ“, „ე“, „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები.
4. ყველას აქვს უფლება გაეცნოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მონაცემებს, გარდა რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში შეტანილი ინფორმაციისა. რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”.
5. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სახის გადასახადი ან შეიქმნას სხვა სახის დაბრკოლება ნორმატიული აქტის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის გადახდევინების გარდა.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში, თვის ბოლო სამშაბათს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სპეციალურ ნომერში აქვეყნებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს იმ დროისთვის მოქმედი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მითითებით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21 თავი V გარდამავალი დებულებანი
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
