Статья 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა
1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება როგორც საერთაშორისო ფრენის, ისე ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას აქვს ნებისმიერ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ან/და მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველი და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. თუ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა უკავშირდება სარაკეტო-საარტილერიო სროლას, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებას ან სხვა მსგავს საქმიანობას, იგი ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით.
3. საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი
