1.უსაფრთხოების მითითება არის სააგენტოს მიერ გამოცემული (ზეპირად ან წერილობით) ან აღიარებული დოკუმენტი, რომელიც გამოიცემა/აღიარებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ საფრთხე ექმნება ფრენის უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, და რომელიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების აღდგენისკენ.
2.შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეგზავნება წერილობითი უსაფრთხოების მითითება, რომელშიც ასახულია სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) საფრთხის აღწერა; ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება; გ) განსახორციელებელი (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დაუყოვნებლივ განსახორციელებელი) მოქმედებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების საჭიროების დასაბუთება; დ) განსახორციელებელი მოქმედებების განხორციელების ვადები; ე) უსაფრთხოების მითითების ძალაში შესვლის თარიღი.
3.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, უსაფრთხოების მითითება გამოიცემა ზეპირად, ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით. უსაფრთხოების მითითება გონივრულ ვადაში წერილობით ფორმდება.
4.იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება, ვალდებულიადადგენილ ვადაში უზრუნველყოს უსაფრთხოების მითითების შესრულება.
5.გამოცემული/აღიარებული უსაფრთხოების მითითების შესრულებას ზედამხედველობს სააგენტო.
