1.საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სათანადო მითითების მიღებისთანავე უზრუნველყოს მისი მითითებულ ადგილზე დაფრენა. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს გზის გადაჭრა (საჰაერო ხომალდის იძულებით დაფრენა).
