1.აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აეროდრომის/ვერტოდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ანდა აეროდრომის/ვერტოდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტის მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2.შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3.სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4.აეროპორტის, აეროდრომის ან ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4621 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
