Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და შესაბამისი პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელებისათვის.
2.მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3.სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა არის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის უზრუნველმყოფი წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია სახელმწიფოში საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
4.სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5.სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში ჩართული საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევისა და მომზადების საკითხებს, აგრეთვე იმ პირთა მომზადების საკითხებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ესაჭიროებათ.
6.სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
7.სააგენტო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას და ახორციელებს აეროდრომების ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პირების, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების და საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირების საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტისთვის.
8.სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, ამ კოდექსის 8 1 მუხლით მინიჭებული უფლებების გარდა, ასევე აქვს უფლება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათ შორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო-, ვიდეო- და აუდიოაპარატურა, აგრეთვე საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
Изменения, которые прошла эта статья
Shifted focus from a state program to oversight of aviation security effectiveness and compliance with international standards.
акт об изменении №3114284Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.