Статья 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები
1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და ამ შემთხვევებით გამოწვეული ზიანის შემცირებას.
2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები.
4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
