საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Статья 16. რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა
საქართველოს პარლამენტისათვის რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3899 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა, განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.
