საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Статья 37. გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ
1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში − სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.
2. საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
