საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Статья 34^2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება
1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში − სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.
2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
