1.საქართველოს წყლები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად.
2.ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულის გარდა.
3.საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს.
4.საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალ-საცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; ბ) მიწისქვეშა წყლები (მათ შორის წყაროები და კონტინენტური შელფის წყლები); გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; დ) ჭაობები; ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები; ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.
5.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494).
6.წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
