1.საქართველოს წყლის ობიექტები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ წყლებად და მიწისქვეშა წყლად.
2.ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლისა.
