1.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.
2.საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოების კოორდინაცია ევალება საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3134 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1682 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
