Статья 19
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა ამ დეკლარაციაში აღნიშნული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა, თანამდებობაზე პირველად განწესებამდე პერიოდისთვის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგი პერიოდისთვის მიკუთვნებული ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის დეკლარაციისა, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული.
2. არ შეიძლება დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად .
3. დეკლარაციისა და დეკლარაციასთან დაკავშირებით თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1439-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.167 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 19 1 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ თავით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4212 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
