Статья 21. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლები და პროცედურა
1. სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზნით გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი პირს 1 წლის ვადით ენიჭება. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში ეს სტატუსი შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
4. მასობრივად შემოსულ პირთა რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი გადასცემს მათ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას.
