Статья 7. თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნის (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა), ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლის, ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუკი იგი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, და ამ კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
