Статья 33. დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი (სუბიექტები)
დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი (სუბიექტები) შეიძლება იყოს (იყვნენ): ა) სახელმწიფო; ბ) დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს; გ) არასახელმწიფო სუბიექტი (სუბიექტები), თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ შეუძლიათ ან არ სურთ ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვა.
