1.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება; ბ) ამ საფრთხის შესახებ სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, თუ, აღნიშნული პირის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვანი აღმოფხვრილი არ არის.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ





