Статья 41. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
1. თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და თავშესაფრის მაძიებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან მე-7 სამუშაო დღეს. ეს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი) ეგზავნება 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით.
