საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^118. სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების წესი
1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი VII 31 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
