1.პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ზ) იგი მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით; თ) ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ამასთანავე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; ი) იგი გარდაიცვალა.

