Статья 17. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; გ) იგი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს ლტოლვილის სტატუსს და მას უარი ეთქმება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, თუ: ა) იგი სხვა ქვეყნის მიერ აღიარებულია ლტოლვილად და არ აქვს ამ ქვეყანაში დევნის საფუძვლიანი შიში ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ბ) იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და შეუძლია ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის მფარველობით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) იგი არ საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „D“ ნაწილის თანახმად; ე) იგი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილმა უწყებამ აღიარა ისეთი უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და, შესაბამისად, არ საჭიროებს საერთაშორისო დაცვას.
