Статья 64. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია
Редакция №11 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად სამინისტრომ უნდა დაიცვას შემდეგი პირობები: ა) რეპატრიაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და იგი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განახორციელონ; ბ) რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება წერილობით უნდა იქნეს გამოხატული; გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მის წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და იქ დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საერთაშორისო დაცვის შესახებ
