საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად სამინისტრომ უნდა დაიცვას შემდეგი პირობები: ა) რეპატრიაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და იგი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განახორციელონ; ბ) რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება წერილობით უნდა იქნეს გამოხატული; გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ.
Статья 74. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
