1.2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2.2017 წლის 1 თებერვლამდე სამინისტრომ შეიმუშაოს და მინისტრმა დაამტკიცოს: ა) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი; ბ) ; გ) მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი; დ) თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი; ე) ამ კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები.
