1.საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს: ა) საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცება; ბ) იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცება, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა; გ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება; დ) (ამოღებულია - 26.06.2025, №865); ე) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცება; ვ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება.
3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცება.
4.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.



