სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI 1 თავის შესაბამისად მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება ან პროკურორის მიერ გამოცემული მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ; ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლების შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ; გ) ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების ან ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ
Статья 13. ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
