1.ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ან ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება დადგენილი წესით წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას.
2.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება ხორციელდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით დადგენილი ვადით და წყდება მისი გასვლისთანავე.
