საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, სააგენტოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2.სააგენტოსა და მის მოსამსახურეებზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
3.სააგენტოს საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 10 1 და 10 2 მუხლებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.
Изменения, которые прошла эта статья
The amendment introduces possibilities for suspending electronic surveillance measures and covert investigative actions based on the grounds outlined in the Criminal Procedure Code, specifically articles 143.6 and 143.6-5.1.
акт об изменении №4276668Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.