„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Статья 6. ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების წესი
1. საჯარო დაწესებულება ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
2. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე, ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში − ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
3. ბიურო მის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებამდე/გამოცხადებამდე ამოწმებს გამოსაცხადებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში განსაზღვრავს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
4. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ბიურო უფლებამოსილია, დაადგინოს ხარვეზი და აცნობოს შესაბამის საჯარო დაწესებულებას.
