Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობისადმი ფუნქციათა ერთობლიობის კუთვნილება დგინდება ამ ფუნქციათა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელის თანამდებობისადმი ფუნქციათა ერთობლიობის კუთვნილება დგინდება ფუნქციათა ერთობლიობისა და ამ წესის დანართით განსაზღვრული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე; როგორც წესი, ფუნქციათა ერთობლიობის მოხელის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილების განმსაზღვრელია ამ წესის დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ფაქტორებისა და ქვეფაქტორების სიჭარბე.
3.ფუნქციათა ერთობლიობის მოხელის თანამდებობისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მათი შესაბამისობის განსაზღვრა ამ წესის დანართით გათვალისწინებულ ფაქტორებსა და ქვეფაქტორებთან, ხორციელდება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლისა და საჭიროების შემთხვევაში, ასევე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიწვეული სპეციალისტების ჩართულობით.
4.საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის გადაწყვეტილება ფუნქციათა ერთობლიობის მოხელის თანამდებობისადმი კუთვნილების დადგენასთან დაკავშირებით ფორმდება ოქმით, რომლის საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5.ფუნქციათა ერთობლიობის საჯარო სამსახურში არსებული მოხელის თანამდებობებისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების მიხედვით ფუნქციების შეფასების პროცესში, შესაბამისი საჯარო დაწესებულებები თანამშრომლობენ სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროსთან, 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
Изменения, которые прошла эта статья
Mandates collaboration between public institutions and the Government Administration during function assessment for position assignments, referencing the Law of Georgia 'On Public Service'.
акт об изменении №6830557Added a detailed description of functions for 'Educational Resource Center Director and Deputy' within an annex.
акт об изменении №6121489Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.