Статья 4. ზიანი, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს
1. ამ კანონის შესაბამისად მზღვეველი არ ანაზღაურებს: ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს; ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს; გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს; დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს; ე) სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
