1.უკანონო პატიმრობით ან სხვა უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მიმართ ქმედებები ამ კანონის შესაბამისად საქართველოში განხორციელდა.
2.ზიანის ანაზღაურება შეიძლება შემცირდეს ან მასზე საერთოდ ეთქვას უარი, თუ პირმა, რომელიც იდევნებოდა სისხლისსამართლებრივი წესით პროცესის წარმოება განზრახ გააჭიანურა ან გააძნელა გამოძიების წარმოება და პატიმრობა მთლიანად ან ნაწილობრივ ამ პირის ბრალით იყო გამოწვეული.
3.უკანონო პატიმრობით ან სხვა უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანი საქართველოს მიერ არ ანაზღაურდება, თუ სტატუტით განსაზღვრული წესით ზიანის ანაზღაურებას უზრუნველყოფს საერთაშორისო სასამართლო ან საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე. თავი V. პირის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის






