საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
Статья 17^1. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების სტაჟიორს (გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული სტაჟიორისა) მიეცემა შრომის ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 1 1 . საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების) სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებს მიეცემათ შრომის ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მესამე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
