საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
Статья 7. საჯარო
განხილვის ჩატარების შესახებ საზოგადოების ინფორმირება 1. სამინისტრო ვალდებულია გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა (შემდგომში დღე), ხოლო გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა.
2. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვედებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.
3. სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს: ა) სამინისტროსა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის; ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი); დ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას ხოლო სგშ-ის შემთხვევაში სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას.
