საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
Статья 8. საჯარო
განხილვის ჩატარების დრო და ადგილი 1. სამინისტრო, გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა, უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.
2. სამინისტრო, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.
3. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის ჩატარებას უზრუნველყოფს მის მიერ რეკომენდაციების გაცემის თაობაზე განცხადებით დადგენილ ვადაში.
4. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
