1. შერჩევის პროცესის ძირითადი ეტაპებია: ა) შერჩევის პროცესის გამოცხადება; ბ) მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა; გ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება; დ) წინადადებების წარსადგენად მიწვევა; ე) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენა; ვ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასება; ზ) მოკლე სიის შერჩევა ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა; თ) შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება; ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

