1.სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობის ჩატარებისას გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, ინდივიდუალიზაცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა.
2.სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის პრინციპების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
