1.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაობის სფეროში შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები.
2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს საჯარო დაწესებულებისთვის ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.
