სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 6. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა მოვალეობები
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირი ვალდებულია: ა) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ბ) რეაგირების ძალების ინციდენტის ადგილზე მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების გადასარჩენად; გ) შეასრულოს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; დ) არ მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლეს ან/და რომლებიც საგანგებო სიტუაციის რისკს გაზრდის, ან თავად არ წამოიწყოს ასეთი ქმედებები.
