1.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სპეციალური ლიტერატურითა და საზოგადოების ინფორმირების სხვა ფორმებით.
3.საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება/შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, და საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემას.
4.საგანგებო სიტუაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის გადასაცემი შეტყობინება და სხვა ინფორმაცია მოიცავს: ა) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი გავრცელების საზღვრების შესახებ მონაცემებს; ბ) ორგანიზაციების საქმიანობის სფეროების შესახებ მონაცემებს და ამ საქმიანობიდან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ მონაცემებს; გ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგების შესახებ მონაცემებს; დ) საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებს; ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დასაცავად მიღებული ზომების შესახებ მონაცემებს.
5.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.