1.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოები არიან: ა) ეროვნულ დონეზე: ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის მართვის მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საგანგებო შტაბები − ერთიანი სისტემის სუბიექტების მართვის ორგანოები, რომელთა უფლებამოსილებაა მართვის დონისა და დარგობრივი დაქვემდებარების მიხედვით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საქმიანობის ორგანიზება. საგანგებო შტაბის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი − ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; გ) სამხარეო დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრი – სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც სამხარეო დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ადგილობრივ დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო − მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ე) საობიექტო დონეზე − ობიექტის საგანგებო შტაბი, რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრი იქმნება გარკვეული ვადით, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, მისი ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით.
4.საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივი ოპერატიული ცენტრების ხელმძღვანელების მოადგილეები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირები.
5.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრი უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე ცენტრი, რომელიც/რომლებიც ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. საველე ოპერაციების ცენტრს ხელმძღვანელობს/ხელმძღვანელობენ შესაბამისი ოპერატიული ცენტრის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი/პირები.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახორციელებენ ერთიანი სისტემის შესაბამისი რეაგირების ძალები ან ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტაქტიკურ დონეზე შექმნას საველე ოპერაციების ცენტრი.
7.თუ საველე ოპერაციების ცენტრი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.
8.ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადიან უპირობო წესით.
9.ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმასა და მართვას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.ეროვნულ, ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივ დონეებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში სხვადასხვა სახეობის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.
11.განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებებს კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
12.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხანძრის ჩაქრობას უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძრის ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირი − ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპით მართავს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ძალებს.
13.საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ერთიანი სისტემის რეაგირების ძალების და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სხვა მონაწილეების უსაფრთხოებისათვის.
14.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალების შესაბამისი დანაყოფები.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.