სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით.
2.ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს/წარუდგენენ და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს/უწევენ შესაბამისი უწყება/უწყებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ბ) ოპერაციულ დონეზე − სამინისტრო ან მინისტრის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი.
3.ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი − ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები; ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმისა და საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საკუთარი რესურსებით ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
6.ორგანო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე შტაბი და დანიშნოს ამ შტაბის/შტაბების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები. საველე ოპერაციების შტაბი/შტაბები ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას.
7.საველე ოპერაციების შტაბის შექმნამდე პირველად რეაგირებას ტაქტიკურ დონეზე ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფი.
8.თუ საველე ოპერაციების შტაბი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.
9.ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი) და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან უწყვეტი კავშირი აქვთ და ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში მის შემადგენლობაში შესაყვანად წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
10.საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით.
11.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადაადგილება/მოძრაობა.
12.საგანგებო სიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.
13.საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს მის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა.
14.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები.
15.(ამოღებულია - 06.09.2022, №1715).
16.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს აკონტროლებს რეაგირების ხარისხს, ხოლო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ − აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას გამოვლენილ ხარვეზებს და რეაგირებას. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4407 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №802 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №816 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო; ბ) ოპერაციულ დონეზე − სამინისტრო ან მინისტრის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი − ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები; ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმისა და საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საკუთარი რესურსებით ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 6. ორგანო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე შტაბი და დანიშნოს ამ შტაბის/შტაბების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები. საველე ოპერაციების შტაბი/შტაბები ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. 7. საველე ოპერაციების შტაბის შექმნამდე პირველად რეაგირებას ტაქტიკურ დონეზე ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფი. 8. თუ საველე ოპერაციების შტაბი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში. 9. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა სამინისტროსი) და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან უწყვეტი კავშირი აქვთ და, ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში, მის შემადგენლობაში შეყვანის მიზნით წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. 10. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. 11. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადაადგილება/მოძრაობა. 12. საგანგებო სიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად. 13. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს მის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა. 14. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალების შესაბამისი დანაყოფები ან განხორციელდეს სამხედრო რეზერვში ჩარიცხულ პირთა მობილიზაცია. 15. (ამოღებულიასაგანგებო -სიტუაციის 06.09.2022,დროს №1715).რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს აკონტროლებს რეაგირების ხარისხს, ხოლო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ − აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას გამოვლენილ ხარვეზებს და რეაგირებას. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4407 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
Изменения, которые прошла эта статья
The amendment specifies that the Prime Minister, or their designee, is responsible for strategic-level emergency response, supported by relevant agencies following established protocols outlined in the National Security Policy Planning and Coordination Act.
акт об изменении №6542896The amendment establishes a requirement for ministries (excluding the Ministry of Internal Affairs) and specialized state entities to create internal emergency headquarters upon declaration of a national-level emergency. These headquarters must maintain constant communication with the Emergency Management Service and be prepared to integrate into an interagency operational center, represented by appropriately authorized officials.
акт об изменении №6549602The addition of clause 14 explicitly allows for the use of Georgian Defense Force units, reserves, and alternative service personnel during emergency responses, subject to legal procedures.
акт об изменении №5881642Removes a specific clause from Article 16, streamlining the levels of emergency response management.
акт об изменении №5560320Clarifies that the Prime Minister (or their delegate) leads strategic response to national emergencies, supported by recommendations from the National Security Council. Also specifies use of the National Situational Room for this purpose.
акт об изменении №4510454Emergency response management at the national level is clarified, with the Prime Minister or authorized person overseeing strategic decisions and the Ministry handling operational aspects.
акт об изменении №4426020Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.