საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Статья 13. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროაქტიულობა
Редакция №38 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
ინფორმაციის სრულფასოვანი და დროული ხელმისაწვდომობის მიზნით დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ გეგმებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ისინი უნდა განახლდეს.
